გაკვეთილის გეგმა სამოქალაქო განათლებაში
გაკვეთილის მთავარი თემა
|
ალკოჰოლი
|
საგანი/პედაგოგი
|
სამოქალაქო განათლება/თეა სამხარაძე
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
საბაზო,IX კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
14 მოსწავლე,სწავლების ჩვეულებრივი ტემპი.განსაკუთრებული საჭიროების
მიდგომების მოსწავლე არ არის
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
1)მოსწავლეები აცნობიერებენ იმ საშიშროებებს,რაც მოსდევს მოზარდების
მიერ ალკოჰოლის გამოყენებას
2)მსჯელობენ იმ უარყოფით შედეგებზე,რაც ალკოჰოლზე დამოკიდებულებას
მოაქვს ჯანმრთელობისთვის
3)ეცნობიან ეფექტური პრევენციული ღონისძიებების მაგალითებს
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოქ.9.5.
.მოსწავლეს შეუძლია პიროვნების და საზოგადოებისათვის მნიშვნელობის გააზრებით
მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს
მოქ.9.6.
მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძირითადი პრობლემების
გადაწყვეტაში
მოსწავლე აფასებს:
1)ადამიანისა და საზოგადოების
როლს სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში
2)წერს თხზულებას სოციალური დაავადების(მაგ.ალკოჰოლიზმი)მქონე ადამიანისადმი
საზოგადოების წევრთა დამოკიდებულების შესახებ,ასაბუთებს საკუთარ პოზიციას და დამოკიდებულებას
აღნიშნული საკითხისადმი
|
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან განვლილი საგაკვეთილო მასალიდან,უამრავი მავნე ჩვევების და მათი უარყოფითი შედეგების შესახებ,რაც აისახება
ადამიანის ჯანმრთელობასა და სოციალურ ცხოვრებაზე
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
.მოსწავლეები შეფასდებიან გაკვეთილზე
გამოყენებული აქტივობებით:პრეზენტაცია,ჯგუფური მუშაობა,კითხვა-პასუხი,ინტერნეტში
მოძიებული მასალის ხარისხი
.მასწავლებელი შეფასებას ახდენს მოსწავლეებთან ერთად წინასწარ შედგენილი
შეფასების სქემით
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
|
კომპიუტერი,ინტერნეტი,პროექტორი,სახელმძღვანელო,რვეული,კალამი,დაფა
,ცარცი,ფლიფჩარტი,მარკერი
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
მისალმება, კლასის ორგანიზება-დრო 2წთ.
გაკვეთილის A ფაზა-მოლოდინის განსაზღვრა/გამოწვევა
აქტივობა 1-კითხვა პასუხი-დრო 5წთ.
ა)რა არის ჯანმრთელობა?
ბ)როგორ დავიცვათ ჯანმრთელობა?
გ)რა ხელისშემშლელი ფაქტორები ვიცით?
აქტივობა 2-ასოციაციური რუკის შექმნა-დრო-2წთ.
.მასწავლებელი დაფაზე ხაზავს ასოციაციურ რუკას
.წრის ცენტრში ჩაწერილია სიტყვა-ალკოჰოლი
.მოსწავლეები რუკის სხივებში ჩაწერენ სიტყვებს, რაც იციან ალკოჰოლის
შესახებ
აქტივობა 3-ჯგუფური მუშაობა -დრო-8წთ
მასწავლებელი კლასს ყოფს ორ ჯგუფად
1ჯგუფი-რატომ სვამენ შენი ტოლები?
2ჯგუფი-რატომ არ უნდა სვამდნენ შენი ტოლები?
გაკვეთილის B ფაზა-ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა 4-მინი ლექცია-დრო-6 წთ.
მასწავლებელი ატარებს მინი ლექციას ალკოჰოლური სასმელების ისტორიაზე
სლაიდ შოუს გამოყენებით,საუბრობს ალკოჰოლის
დადებით და უარყოფით თვისებებზე
გაკვეთილის Cფაზა-გამთლიანება/რეფლექსია
აქტივობა 5.სქემის შედგენა კითხვა
-პასუხით-დრო 12 წთ.
მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს შეკითხვების საშუალებით და ავსებენ სქემას--რა
ვიცოდით ,რა გავიგეთ
აქტივობა 6.გონებრივი იერიში-დრო 5წთ.
1)რა სარისკო შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლის ჭარბმა მოხმარებამ?
2)რა გავლენას ახდენს ალკოჰოლის სისტემატური მოხმარება გარშემომყოფებთან
ურთიერთობაზე?
3)შეიძლება თუ არა სიმთვრალე პრობლემების თავიდან ასაცილებლად?რატომ?
აქტივობა 7.საშინაო დავალება-დრო 3წთ.
მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაცია და დაწერონ თემა „ალკოჰოლისტის ერთი დღე“
აქტივობა 8.შეფასება -დრო-2 წთ.
მასწავლებელი მოსწავლეს აფასებს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით
|
Комментариев нет:
Отправить комментарий